Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2021  წლის 21 ივნისს, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებების და ეკონომიკების ციფრული მომავალი" (The Digital Future of Central and Eastern European Societies and Economies).  კონფერენციის ორგანიზატორია  იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტის სოციოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (პოლონეთი) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

კონფერენციის გახსნით სესიაზე მონაწილეებს მიესალმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. თემატურ სესიებზე პრეზენტაციები წარადგინა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა.